– ყვითელ ავტობუსში.
– ???
– საინტერესო, შემოქმედებითად მოაზროვნე "თანამგზავრთა" ჯგუფია.
– რას აკეთებთ?
– ვსწავლობთ და ვქმნით.
– რას სწავლობთ?
– სწავლას... და გამოხატვას.
– რას აკეთებთ, რას ქმნით?
– გარემოს, განწყობას, მეთოდებს, ტექსტებს, სპექტაკლებს, პრეზენტაციებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს, ექსკურსიებს, – ყველაფერს, რაც ადამიანს საკუთარი თავისა და სამყაროს გაგებისკენ უბიძგებს, სულიერად ამდიდრებს და გონებრივად აღრმავებს.
– როდის დაიწყო?
– 2010–ში, გაზაფხულზე.
– ვინ არიან ჯგუფის წევრები?
– მასწავლებლები, ტრენერები (გნებავთ, მწვრთნელები), ლექტორები, ლიტერატორები, – ერთი სიტყვით, ადამიანები, ვინც ამა თუ იმ გზით შემოქმედებას, განათლებას ან ორივეს ერთდროულად ემსახურება.
– რას აპირებთ?
– სწავლას. უწყვეტ თვითგანათლებას და ურთიერთგანათლებას. ასევე, ბევრი ინოვაციური, საინტერესო და სასარგებლო პროდუქტის შექმნას დიდებისა და პატარებისთვის.
– რომელია თქვენი მთავარი თემები?
– გაგება, თვითგამოხატვა, კრეატიულობა.
– რა ფორმატში საქმიანობთ?
– სამი ძირითადი ფორმატი გვაქვს: მასტერ–კლასი, ექსკურსია, ლაივ–ჟურნალი.