
სპეციალურად ”ყვითელი ავტობუსის” წევრებისათვის VAZNARELI STUDIO ატარებს ერთთვიან ფოტო-სემინარს (თვეში რვა გაკვეთილი). ვისაუბრებთ ფოტოგრაფიაზე, ფოტოგრაფიის ისტორიაზე, გამოჩენილ ფოტოგრაფებზე, მათ შემოქმედებაზე. განვიხილავთ ფოტოგრაფიულ ჟანრებს(პეიზაჟი, პორტრეტი, რეპორტაჟი და სხვ.), ფერად და შავთეთრ ფოტოგრაფიას, თანამედროვე ციფრულ ფოტოგრაფიას. შევისწავლით ფოტოგრაფიას ტექნიკური თვალსაზრისით (ოპტიკა, ფოტო-მასალები). დავეუფლებით გადაღების ტექნიკას და რაც მთავარია... შევასრულებთ პრაკტიკულ დავალებებს. სწავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სწავლების საფასური შეადგენს 50 ლარს. სურვილის შემთხვევაში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია სექტემბრიდან (სრული კურსი 3 თვე).
P.S. მსურველებმა შეტყობინება დატოვეთ ”ყვითელი ავტობუსის” გვერდზე ან მიმართეთ პაატა პაპავას.
ჩამოვიდა!!! გუშინ ჩემი ფოტოაპარატი ჩამობრძანდა!
ReplyDeleteახალი ენერგია მოიტანა. შემოქმედებითი ფორიაქი გამოიწვია... დგას, ამაყად მიღიმის და ველზე გასასვლელად მეპატიჟება...