Friday, 6 May 2011

You can do Dewey...

სულ 30 წუთი დამრჩა იმისათვის რომ ჯერ კიდევ მოვასწრო თქვენთვის გიორგობის მოლოცვა და ამასთან ერთად „ყვითელი ავტობუსის“ ახალი იდეაც გაგიზიაროთ.

გილოცავთ წმინდა გიორგის თავისკვეთის დღეს!

გადავწყვიტეთ, 88 წლის შემდეგ, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისა და სკოლების რეფორმატორის ჯონ დიუის „მომავლის სკოლები“ გენმეორებით გამოვცეთ. ეს იქნება „ყვითელი ავტობუსის“ პირველი აკადემიური გამოცემა. იმისათვის, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს საქმიანობაში მონაწილეობა საჭიროა საქმიანობის განაწილება:

  1. ტექსტის აკრეფა (ზუსტად ისე, როოგრც გადმოგიგზავნით)
  2. ტექსტის რედაქტირება
  3. ინტერნეტ სივრცეში არსებული დიუის ნაშრომების თავმოყრა და თარგმნა
  4. აკადემიური გამოცემის წინასიტყვაობის, შესავალისა და კომენტარების მომზადება
  5. ვებგვერდისთვის დიუის ნაშრომების აქტუალობის შესახებ მცირე სტატიის მომზადება და გამოქვეყნება
  6. 8 საათიანი ტრენინგმოდულის მომზადება არსებული მასალების გასააქტიურებლად (თავისი სლაიდებით, საკითხავი მასალით. სრული სასწავლო პაკეტი)
  7. საპილოტე ტრენინგის ანგარიშის მომზადება
  8. მოძიებული თარგმნილი და შექმნილი მასალების შერჩევა, გადამუშავება და ტექსტის საბოლოო რედაქტირება
  9. წიგნის გამოცემა

პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანია ტექსტის აკრეფა.

„ყვითელი ავტობუსის“ მგზავრებმა უკვე დაინაწილეს გარკვეული ნაწილები:

ელენე ფირცხალავა: 1-13 და 84-105 გვერდი

მაგდა აბესაძე: 14-26 გვერდი

ლელა ქისტაური: 27-39 გვერდი

ნინო ფანჩულიძე: 40-53 გვერდი

პაატა პაპავა: 67-83 გვერდი

ზვიად მიმინოშვილი: 54-66 გვერდი

კიდევ დარჩენილია 139 გვერდი: 106-244

გთხოვთ 8 მაისამდე გამომიგზავნოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები, სახელი და გავრი იმ შემთხვევაში თუ განიზრახავთ დიუის აკადემიური გამოცემის საქმეშ თქვენი წვლილი შემოიტანოთ. ამ ეტაპზე ტექსტის სასწრაფოდ აკრეფაა საჭირო.

ტექსტს ვკრეფთ სიტყვა-სიტყვით. იმას რასაც ვხედავთ.

აკადემიური გამოცემა „ყვითელი ავტობუსის“ ეგიდით განხორციელდება. როგორ და რაგვარად ეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ უახლოეს შეხვედრაზე.

აკადემიურ გამოცემაზე დაფიქსირდება პროცესში ჩართული ყველა მონაწილის სახელი და გვარი.

ველი თქვენს გამოხმაურებას.

პატივისცემით,

ზვიად მიმინოშვილი

2 comments:

  1. მნიშვნელოვანი წამოწყებაა.
    ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დიუის "მომავლის სკოლების" ჯერ კიდევ 20–იან წლებში შესრულებულ თარგმანს მივაგნებდით. ამ წიგნმა და მთლიანად დიუის შრომებმა სახე უცვალა მე–20 საუკუნის სკოლებს. წიგნის გაცნობა საჭირო და სასარგებლო რეფლექსიას გამოიწვევს ქართულ საგანმანათლებლო სიცრცეში.
    ამიტომ სერიოზულად მოვეკიდოთ და ბოლომდე მივივყვანოთ ეს მისია. ჩავრთოთ ადამიანები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის, რას და როგორ ისწავლიან ჩვენი ბავშვები.

    პაატა პაპავა

    ReplyDelete